Gallery
საჭირო ბმულები
  • پورتال امام خمینی
  • دفتر مقام معظم رهبری
  • ریاست جمهوری
  • معاونت امور مجلس
  • نقشه جامع علمی کشور
  • Ministry of Science, Research and Technology
  • صندوق احیا و بهره برداری از بناهای تاریخی و فرهنگی کشور
უკურეაქცია
News > საზღვრის კვეთისას თანხის გადატანასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა


  ბეჭდვა        გაუზიარე მეგობარს

საზღვრის კვეთისას თანხის გადატანასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა

საზღვრის კვეთისას თანხის გადატანასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა

ირანის მოქალაქეთა საყურადღებოდ

 

რეგულაციები მგზავრთა მიერ თანხის, საბანკო დოკუმენტებისა და უსახელო ფასიანი ქაღალდების გადატანის შესახებ

 

ირანის ისლამური რესპუბლიკის ცენტრალურმა ბანკმა ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის ფინანსურ მხარდაჭერასთან ბრძოლის შესახებ არსებული კანონმდებლობის აღსასრულებლად, დააწესა ახალი რეგულაცია მგზავრთა მიერ ვალუტის, საბანკო დოკუმენტებისა და უსახელო ფასიანი ქაღალდების გადატანის შესახებ. აღნიშნული რეგულაციის თანახმად, საზღვრის კვეთისას დაშვებულია საერთო ჯამში ათი ათასი   (10 000) ევროს ან მისი ექვივალენტური სხვა ვალუტის, საბანკო დოკუმენტებისა და უსახელო ფასიანი ქაღალდების გადატანა. 10 000 ევროზე (ან ამ თანხის ექვივალენტური სხვა რომელიმე ვალუტა) მეტის გადატანა იკრძალება.

ამასთანავე, აღნიშნული რეგულაციის მე-19 პუნქტის მიხედვით, თუ შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი ათი ათას ევროზე ნაკლები (ან მისი ექვივალენტური სხვა ვალუტა) თანხით ფულის გათეთრებაზე, ტერორიზმის დაფინანსებაზე ან სხვა დანაშაულზე მიიტანს ეჭვს, იმოქმედებს იმგვარად როგორც ამას ითვალისწინებს კანონი ათი ათას ევროზე მეტი თანხის ( ან მისი ექვივალენტური სხვა ვალუტის) შემთხვევაში.

 

 

                      ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს

                     საკონსულო განყოფილება


12:59 - 21/12/2017    /    ნომერი : 492318    /    ნანახია (ნახვა) : 565



დახურვა