Gallery
საჭირო ბმულები
  • پورتال امام خمینی
  • دفتر مقام معظم رهبری
  • ریاست جمهوری
  • معاونت امور مجلس
  • نقشه جامع علمی کشور
  • Ministry of Science, Research and Technology
  • صندوق احیا و بهره برداری از بناهای تاریخی و فرهنگی کشور
უკურეაქცია
News > საქართველო-ირანის ეკონომიკური კომისიის რიგით მე-6 სხდომა


  ბეჭდვა        გაუზიარე მეგობარს

საქართველო-ირანის ეკონომიკური კომისიის რიგით მე-6 სხდომა

საქართველო-ირანის ეკონომიკური კომისიის რიგით მე-6 სხდომა

 

2017 წლის 9-10 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მასპინძლობით გაიმართა საქართველო-ირანის გაერთიანებული მე-6 ეკონომიკური სხდომა. ირანულ მხარეს ხელმძღვანელობდა ისლამური რესპუბლიკის კოოპერატივების, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი ალი რაბიი, ხოლო ქართულ მხარეს- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია.

აღსანიშნავია, რომ ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დელეგაციის პარალელურად საქართველოს ესტუმრა ირანის კერძო სექტორისა და ბიზნესის  წარმომადგენლები. ამ ვიზიტის ფარგლებში  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში გაიმართა ბიზნეს ფორუმი.

ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის გაღრმავების 18 პუნქტიან შეთანხმებას, დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ალი რაბიი შეხვდა საქართველოს პრემიერს, ეკონომიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მინისტრებს.

კომისიის სხდომის პირველ დღეს ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ტრანზიტი, ვაჭრობა, ინვესტიციები, ენერგო მატარებლები, ჯანდაცვა, კულტურა და სხვა. მათ განიხილეს წინა სხდომის შეთანხმების შესრულების ასპექტები და არსებული წინააღმდეგობები. მხარეებმა განიხილეს ის გზები და საშუალებები, რომლებიც საჭიროა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და სტაბილურობისათვის.

კომისიის მეორე დღეს მხარეებმა წარმოადგინეს ექსპერტების მიერ შეჯერებული საკითხები რაც ორი ქვეყნის მინისტრის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში აისახა.


09:08 - 11/10/2017    /    ნომერი : 486409    /    ნანახია (ნახვა) : 456



დახურვა