Gallery
საჭირო ბმულები
  • پورتال امام خمینی
  • دفتر مقام معظم رهبری
  • ریاست جمهوری
  • معاونت امور مجلس
  • نقشه جامع علمی کشور
  • Ministry of Science, Research and Technology
  • صندوق احیا و بهره برداری از بناهای تاریخی و فرهنگی کشور
უკურეაქცია
News > ირანის ელჩი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს შეხვდა


  ბეჭდვა        გაუზიარე მეგობარს

ირანის ელჩი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს შეხვდა

ირანის ელჩი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს შეხვდა

ირანის ელჩი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს შეხვდა

საქათველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი 7 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს  ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ირან-საქართველოს შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობასა და მაღალი რანგის ორმხრივ ვიზიტებზე. ხაზი გაესვა ფინანსური, ეკონომიკური, სამართლებრივი და საპარლამენტო თანამშრომლობის გაფართოებას.

ირანის ელჩის მხრიდან  ეფექტურად შეფასდა პარლამენტის როლი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პროცესში. ყავამ შაჰიდიმ დადებითად შეაფასა საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების პაკეტი და იმედი გამოთქვა, რომ ეს უფრო მეტ განვითარებას და დემოკრატიულობას შესძენს საქართველოს.

ქვეყნებს შორის არსებული ტვირთბრუნვისა და ირანიდან შემოსული ტურისტების რაოდენობის 122 პროცენტით ზრდაზე ხაზგასმისას ელჩმა აღნიშნა, რომ ეს არ არის ორი ქვეყნის პოტენციალის მაქსიმუმი. მან იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ძალისხმევითა და საბანკო-საფინანსო თანამშრომლობის დაწყებით ვაჭრობასა და საინვესტიციო მიმართულებაში ახალი შესაძლებლობები გაჩნდება.

ირაკლი კობახიძემ ირანის ელჩს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილე მიულოცა და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი მზადაა ორი ქვეყნის თანამშრომლობას ხელი შეუწყოს.

ირაკლი კობახიძემ ირანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შეურყევლად აღიარებისათვის.

"საქართველოსა და ირანის ხალხებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა ურთიერთობის გაღრმავებისათვის უმნიშვნელოვანეს საყრდენს წარმოადგენს"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


17:33 - 07/11/2017    /    ნომერი : 485792    /    ნანახია (ნახვა) : 525



დახურვა