Gallery
საჭირო ბმულები
  • پورتال امام خمینی
  • دفتر مقام معظم رهبری
  • ریاست جمهوری
  • معاونت امور مجلس
  • نقشه جامع علمی کشور
  • Ministry of Science, Research and Technology
  • صندوق احیا و بهره برداری از بناهای تاریخی و فرهنگی کشور
უკურეაქცია
News > ირანის მეცნიერების მინისტრი ქართველ ირანისტებს შეხვდა


  ბეჭდვა        გაუზიარე მეგობარს

ირანის მეცნიერების მინისტრი ქართველ ირანისტებს შეხვდა

ირანის მეცნიერების მინისტრი ქართველ ირანისტებს შეხვდა

ირანის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მინისტრი მოჰამად ფარჰადი ქართველ ირანსტებსა და სტუდენტებს შეხვდა. მინისტრი სტუდენტებს დაპირდა, რომ სპარსული ენის სწავლებისა და ირანში ერთთვიანი სასწავლო პროგრამების მიმართულებით აქტივობები იქნება.

აღნიშნულ შეხვედრას, რომელიც დოქტორ ფარჰადის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში 6 ივლისს შედგა, ესწრებოდა ირანის ელჩი საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდიც. შეხვედრაზე ირანისტიკისა და სპარსული ენის სწავლებასა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

მოჰამად ფარჰადიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ირანის მეცნიერების სამინისტრო მზადაა სასწავლო კურსებზე მიიღოს ირანისტიკის მიმართულების სტუდენტები: „მზად ვართ წიგნები და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა გადავსცეთ თსუ-ს ირანისტიკის კაბინეტს“-აღნიშნა მინისტრმა.

დოქტორ ფარჰადიმ ქართველი ირანისტი პროფესორ-მასწავლებლების მოთხოვნაზე, რაც სპარსული ენის შემსწავლელი სტუდენტების უფრო მეტ მხარდაჭერას გულისხმობდა, აღნიშნა: ირანის მეცნიერების სამინისტრო მზადაა ყოველწლიურად, ერთთვიან კურსებზე  უმასპინძლოს 15-დან 20-მდე ქართველ სტუდენტს.

აღნიშნულ შეხვედრაზე ირანის მეცნიერების მინისტრის მოადგილე სალარ ამოლიმ ხაზი გაუსვა სასწავლო-სამეცნიერო თანამშრომლობის ერთობლივი ჯგუფის შექმნის აუცილებლობას: „ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებისა და ამ გზაზე არსებული შესაძლო წინააღმდეგობების დაძლევისა მიზნით, ირანი მზადაა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შესაქმნელად“.

თსუ-ს ლექტორი, დოქტორი თეა შურღაია ირანული დელეგაციის შეთავაზებებს მიესალმა და განაცხადა: თსუ-ში სპარსული ენის სწავლებას თეირანის უნივერსიტეტთან შედარებით უფრო დიდი ხნის ისტორია გააჩნია, აქედან გამომდინარე მას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.

მოჰამად ფარჰადის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ასევე გაიმართა საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან. მინისტრები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.


09:53 - 10/07/2017    /    ნომერი : 464997    /    ნანახია (ნახვა) : 482



დახურვა