Gallery
საჭირო ბმულები
  • پورتال امام خمینی
  • دفتر مقام معظم رهبری
  • ریاست جمهوری
  • معاونت امور مجلس
  • نقشه جامع علمی کشور
  • Ministry of Science, Research and Technology
  • صندوق احیا و بهره برداری از بناهای تاریخی و فرهنگی کشور
უკურეაქცია
News > ქართველმა მაღალჩინოსნებმა თეირანის ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს


  ბეჭდვა        გაუზიარე მეგობარს

ქართველმა მაღალჩინოსნებმა თეირანის ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქართველმა მაღალჩინოსნებმა თეირანის ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებმა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს და თეირანში განხორციელებული ტერორისტული აქტების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს ქართველმა მაღალჩინოსნებმა  თენგიზ ფხალაძემ- პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, დავით ზალკანიანმა-საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გრიგოლ გიორგაძემ- ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე, ზვიად მიხანაშვილმა - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე. მათ მკაცრად დაგმეს თეირანში განხორციელებული ტერორისტული აქტები.

სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც, მათ შორის ივნენ გერმანიის ელჩი ჰაიკე ფაიჩი, პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკევიჩი, ლატვიის ელჩი იანის ზლამეცი და თურქეთის ელჩი ლევენთ გუმრუქჩუ.


16:02 - 14/06/2017    /    ნომერი : 460352    /    ნანახია (ნახვა) : 528



დახურვა