Gallery
საჭირო ბმულები
  • پورتال امام خمینی
  • دفتر مقام معظم رهبری
  • ریاست جمهوری
  • معاونت امور مجلس
  • نقشه جامع علمی کشور
  • Ministry of Science, Research and Technology
  • صندوق احیا و بهره برداری از بناهای تاریخی و فرهنگی کشور
უკურეაქცია
News > სამხრივი სარკინიგზო შეხვედრა თბილისში


  ბეჭდვა        გაუზიარე მეგობარს

სამხრივი სარკინიგზო შეხვედრა თბილისში

სამხრივი სარკინიგზო შეხვედრა თბილისში

2017 წლის 6 ივნისს, საქართველოს რკინიგზამ აზერბაიჯანისა და ირანის რკინიგზის ხელმძღვანელებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ერთობლივი სხდომა, რომელზეც მხარეებმა სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის პროექტსა და მის ექსპლუატაციაზე იმსჯელეს.

რკინიგზის ხელმძღვანელებმა განიხილეს ტექნიკურ - ეკონომიკური და ტვირთების გადაზიდვის ხელშეწყობისა და გამარტივებისათვის საჭირო საკოორდინაციო საკითხები. სხდომაზე ხაზი გაესვა ერთობლივ ძალისხმევასა და აღნიშნული პროექტის დაჩქარების აუცილებლობას.

სხდომის დასასრულს საქართველოს რკინიგზის დირექტორმა მამუკა ბახტაძემ, ირანის ისლამური რესპუბლიკის გზებისა და ურბანიზაციის მინისტრის მოადგილემ და ამასთანავე ირანის რკინიგზის ხელმძღვანელმა მოჰამადზადემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის რკინიგზის დირექტორმა გურბანოვმა ხელი მოაწერეს სამმხრივ შეთანხმებას.

თბილისში გამართულ სხდომაზე, ირანის რკინიგზის ხელმძღვანელმა მოჰამადზადემ ყურადღება გაამახვილა სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის პროექტის ამოქმედებისათვის სამი ქვეყნის ძალისხმევაზე. მისი განცხადებით, შემდგომ ეტაპზე  აღნიშნული საერთაშორისო პროექტი ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს საჭიროებს.

„დერეფნის ამოქმედებით არამარტო ეს სამი ქვეყანა მიიღებს სარგებელს, არამედ ყველა ის კომპანია რომელიც ამ დერეფანს გამოიყენებს. ტვირთების გადაზიდვაში თანხისა და დროის დანაზოგის სახით ისინი სარგებელს მიიღებენ“ - განაცხადა მოჰამადზადემ.

საკოორდინაციო და სხვა საკითხების დაჩქარების მიზნით,  ირანის რკინიგზის დირექტორმა თეირანში ერთობლივი პალატის შექმნის იდეა გააჟღერა. ამ წინადადებას თავისმხრივ მიესალმა ქართული და აზერბაიჯანული მხარეც.

ბოლო პერიოდში სამი ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს ევროპიდან სპარსეთის ყურის გავლით ინდოეთში გადასაზიდი საგზაო და სარკინიგზო ტვირთების ტარიფების დადგენის მიმართულებით.

 აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი რეგიონის ქვეყნების უმთავრეს პრიორიტეტად იქცა. 


11:30 - 07/06/2017    /    ნომერი : 458864    /    ნანახია (ნახვა) : 526



დახურვა