Gallery
საჭირო ბმულები
  • پورتال امام خمینی
  • دفتر مقام معظم رهبری
  • ریاست جمهوری
  • معاونت امور مجلس
  • نقشه جامع علمی کشور
  • Ministry of Science, Research and Technology
  • صندوق احیا و بهره برداری از بناهای تاریخی و فرهنگی کشور
უკურეაქცია
News > ირანის ელჩი საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდა.


  ბეჭდვა        გაუზიარე მეგობარს

ირანის ელჩი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

ირანის ელჩი საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდა.

ირანის ელჩი საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდა. მხარეებმა სოფლის მეურნეობის სფეროში ორ ქეყანას შორის ურთიერთობების გამყარების გზებზე ისაუბრეს.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობის ფარგლებში მცენარეთა კარანტინის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებზე, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თეირანში ვიზიტის დროს. დავითაშვილი მიესალმა ირანის მთავრობის მცდელობას, რაც მიმართულია ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებისკენ.

დავითაშვილმა დადებითად შეაფასა სოფლის სფეროში ჩართული ირანის კერძო სექტორის წარმომადგენლების საქმიანობა და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა გამოიყენოს ირანელი სპეციალისტებისა და კომპანიების მაღალი პოტენციალი.

მინისტრმა თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ხაზგასმასთან ერთად, რაც თანამედროვე მეურნეობების შექმნას, პირუტყვის კონტროლს, თაფლის, ხილისა და სხვა პროდუქტების წარმოებასა და სასაკლაოს შექმნას მოიცავს, ირანის ბაზარზე მარტივად გასვლაზე გაამახვილა ყურადღება.

ყავამ შაჰიდიმ შეხვედრისას დადებითად შეაფასა სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები. მან ისაუბრა საბანკო პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგანან ირანელები. ელჩის განცხადებით ეკონომიკურ საქმიანობაში წარმატებისათვის უმთავრესი წინაპირობა საბანკო პრობლემის გადაჭრაა.

ირანის ელჩმა, საქართველოსა და ირანის სამეცნიერო პოტენციალზე ხაზგასმასთან ერთდ, სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების მიმართულებაში სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის შექმნის  იდეა გააჟღერა. მისი განცხადებით, აღნიშნული მხარეებს ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებაში დაეხმარება.

 


12:16 - 05/06/2017    /    ნომერი : 458468    /    ნანახია (ნახვა) : 577



დახურვა