Gallery
საჭირო ბმულები
  • پورتال امام خمینی
  • دفتر مقام معظم رهبری
  • ریاست جمهوری
  • معاونت امور مجلس
  • نقشه جامع علمی کشور
  • Ministry of Science, Research and Technology
  • صندوق احیا و بهره برداری از بناهای تاریخی و فرهنگی کشور
უკურეაქცია
News > ​საქართველოს პრეზიდენტი ირანის ახლადარჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს


  ბეჭდვა        გაუზიარე მეგობარს

​საქართველოს პრეზიდენტი ირანის ახლადარჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

​საქართველოს პრეზიდენტი ირანის ახლადარჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

​საქართველოს პრეზიდენტი ირანის ახლადარჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მისი აღმატებულება დოქტორ ჰასან როუჰანის
ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
 
"თქვენო აღმატებულებავ,
მსურს გულითადად მოგილოცოთ ირანის ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და წარმატება გისურვოთ თქვენს სახელმწიფოებრივ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტობა კვლავგამორჩეული იქნება როგორც ირანის, ასევე ჩვენი რეგიონის კეთილდღეობის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად.
მოხარული ვარ, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვნად განვითარდა, რაც პოზიტიურად აისახა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრული კონტაქტების განმტკიცებაზე.მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და ისტორიული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საერთო კეთილდღეობისათვის. იმედი მაქვს, უახლოესპერიოდში მოგვეცემა შეხვედრისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის შესაძლებლობა.
თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ გამარჯვებას და წარმატებას გისურვებთ თქვენს სამომავლო საქმიანობაში მეგობარი ირანელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტისოფიციალურ წერილში.


16:13 - 25/05/2017    /    ნომერი : 456708    /    ნანახია (ნახვა) : 725



დახურვა