Gallery
საჭირო ბმულები
  • پورتال امام خمینی
  • دفتر مقام معظم رهبری
  • ریاست جمهوری
  • معاونت امور مجلس
  • نقشه جامع علمی کشور
  • Ministry of Science, Research and Technology
  • صندوق احیا و بهره برداری از بناهای تاریخی و فرهنگی کشور
უკურეაქცია
News > საქართველოს პრეზიდენტი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა


  ბეჭდვა        გაუზიარე მეგობარს

საქართველოს პრეზიდენტი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

2017 წლის 18 აპრილს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი  საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაზე, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შედგა პრეზიდენტის სასახლეში, განხილულ იქნა ჯ.ზარიფის მხრიდან თბილისში გამართული მოლაპარაკებების შედეგები.

პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოებისა  და თბილისში გამართული მოლაპარაკებების შედეგების იმპლემენტაციის აუცილებლობას.

"საქართველო-ირანის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავისთვის შეიძლება ითქვას რომ თანამშრომლობას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. ჩვენ გვსურს ამ ურთიერთობის და თანამშრომლობის უფრო მაღალ დონეზე გადაყვანა"-  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პერზიდენტმა ირანის მდიდარ კულტურაზე ხაზგასმისთ აღნიშნა: მნიშვნელოვანია ორმხრივი კულტურული ურთიერთობის გაღრმავება.

თავისმხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლების სტუმართმოყვარეობის გამო და დასძინა: ორი ქვეყნის ხალხებს ახლო კავშირები გააჩნიათ. ირანის ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების გაღმავებისათვის. ჯავად ზარიფმა მარგველაშვილთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, სავაჭრო, საბანკო, სოფლის მეურნეობისა და პატიმართა გაცვლის საკითხებში თანამშრომლობასა და პროექტის -სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანზიტო კორიდორი-ს შესახებ.

ჯავად ზარიფმა მარგველაშვილთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა მუსლიმი და განსაკუთრებით, ირანელი ქალბატონების ღირსების დაცვის აუცილებლობას.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა ქართველ კოლეგას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავჯდომარეს. მან ასევე მიიღო მონაწილეობა საქართველო-ირანის  ბიზნეს ფორუმში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანზიტო კორიდორზე საუბრისას აღნიშნა: სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფანი წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას რეგიონის ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის დასაწყებად. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ტვირთბრუნვის ხარჯები შემცირდება და ირანს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შეეძლებათ ერთობლივად ჩაერთონ ამ პროექტში.

 


17:30 - 03/05/2017    /    ნომერი : 452960    /    ნანახია (ნახვა) : 731



დახურვა