Gallery
საჭირო ბმულები
  • پورتال امام خمینی
  • دفتر مقام معظم رهبری
  • ریاست جمهوری
  • معاونت امور مجلس
  • نقشه جامع علمی کشور
  • Ministry of Science, Research and Technology
  • صندوق احیا و بهره برداری از بناهای تاریخی و فرهنگی کشور
უკურეაქცია
News > კვირიკაშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა


  ბეჭდვა        გაუზიარე მეგობარს

კვირიკაშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

კვირიკაშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

2017 წლის 18 აპრილს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი  საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. "თქვენი სტუმრობა საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია" - განაცხადა შეხვედრის დასაწყისში პრემიერმა.

შეხვედრისას ჯავად ზარიფმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა და დასძინა: მზად ვართ საბანკო, სოფლის მეურნეობის, წყლის, მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროში ვითანამშრომლოთ საქართველოსთან.

კვირიკაშვილმა მოავალ კვირას ირანში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა: მზად ვართ თქვენს მიერ დღის წესრიგში დაყენებულ ყველა სფეროში ვითანამშრომლოთ ირანთან. საბანკო ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება, ამიტომ აუცილებელია ორი ქვეყნის საბანკო სისტემას შორის თანამშრომლობის ნორმალიზაცია მოხდეს.

საქართველოს პრემიერმა ენერგეტიკის სფეროში, კერძოდ კი მზის ენერგიის მიმართულებით თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

კვირიკაშვილმა საუბრის დასასრულს ირანის მდიდარ კულტურაზე ისაუბრა: მდიდარ ირანულ კულტურას საქართველოში დიდი გავლენა აქვს და მას ჩვენი ხალხი დიდ პატივს სცემს.

 


17:28 - 03/05/2017    /    ნომერი : 452958    /    ნანახია (ნახვა) : 602



დახურვა