Gallery
საჭირო ბმულები
  • پورتال امام خمینی
  • دفتر مقام معظم رهبری
  • ریاست جمهوری
  • معاونت امور مجلس
  • نقشه جامع علمی کشور
  • Ministry of Science, Research and Technology
  • صندوق احیا و بهره برداری از بناهای تاریخی و فرهنگی کشور
უკურეაქცია
News > თბილისში ქართულ-ირანული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა


  ბეჭდვა        გაუზიარე მეგობარს

თბილისში ქართულ-ირანული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

თბილისში ქართულ-ირანული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

2017 წლის 18 აპრილს ქ.თბილისში მდებარე სასტუმრო ბილტმორში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო-ირანის ბიზნეს-ფორუმი გახსნა.

ჯავად ზარიფმა ფორუმის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა: დიდი პატივია ჩემთვის ამ ფორუმში მონაწილეობა. ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობას დიდი ხნის  ისტორია გააჩნია. საქართველოს მხრიდან დამოუკიდებლობის ამოცხადების შემდეგ კი ირანი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ის ოფიციალურად სცნო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ქცენირებისას აღნიშნა: ჩვენ ქართველ კოლეგებთან ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა გავხდეთ ევროპასთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფანი. ამასთან, ირანს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოს ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში.

"ირანი მზადაა საქართველოს დახმარება გაუწიოს სოფლის მეურნეობის, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების სფეროში. თავისუფალი განვითარება დაეხმარება ორმხრივ თანამშრმლობას, ისევე როგორც ეს მოხდა უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში. დღეს ვხედავთ რომ ამ პროცესმა საქართველოში ასობით ირანელი ტურისტი მოიზიდა, რაც თავისმხირვ ახალი შესაძლებლობაა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. ირანის პრეზიდენტმა საქართველოსთან ურთიერთობებში დიდი თავისუფლება მოგვცა. მომავალ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირანში ვიზიტია ჩანიშნული"-დასძინა ჯავად ზარიფმა. 


17:24 - 03/05/2017    /    ნომერი : 452951    /    ნანახია (ნახვა) : 615



დახურვა