Gallery
საჭირო ბმულები
  • پورتال امام خمینی
  • دفتر مقام معظم رهبری
  • ریاست جمهوری
  • معاونت امور مجلس
  • نقشه جامع علمی کشور
  • Ministry of Science, Research and Technology
  • صندوق احیا و بهره برداری از بناهای تاریخی و فرهنگی کشور
უკურეაქცია
News > მოჰამად ჯავად ზარიფი ირაკლი კობახიძეს შეხვდა


  ბეჭდვა        გაუზიარე მეგობარს

მოჰამად ჯავად ზარიფი ირაკლი კობახიძეს შეხვდა

მოჰამად ჯავად ზარიფი ირაკლი კობახიძეს შეხვდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი  საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. კობახიძემ იმედი გამოთქვა რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

ზარიფმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს მიღებისათვის და მას ირანელი კოლეგის ალი ლარიჯანის მოკითხვა გადასცა.

"საქართველოში ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის ფარგლებში ჩამოვედით, თუმცა ორი ქვეყნის ხალხებს შორის თანამშრომლობა და ურთიერთობა გაცილებით დიდი ხნისაა. ვიმედოვნებთ ირანისა და საქართველოს თანამშრომლობა იმაზე მეტად გაფართოვდება ვიდრე გასული 25 წლის მანძილზე იყო"- განაცხადა ჯავად ზარიფმა.

ზარიფი შეეხო ირანიდან საქართველოში მომავალი ტურისტული ნაკადის მკვეთრ ზრდას და აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა ქართველი ტურისტებიც დაინტერესებულიყვნენ ირანში მოგზაურობით:  ტურისტების რიცხვის ზრდა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების  გაფართოებას უწყობს ხელს. საჭიროა ირანელი ვიზიტორების მიმართ მართლმსაჯულების შერბილება, მათთვის ჰალალის ტიპის პაკეტების შეთავაზება და ქვეყანაში შესვლისა და გასვლის დროს არსებული პროცედურების კიდევ უფრო გამარტივება.

ზარიფმა მომდევნო კვირაში საქართველოს პრემიერის ირანში დაგეგმილ ვიზიტზე განაცხადა, და იმედი გამოთქვა რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს.

მხარეებმა  ასევე ისაუბრეს ორიმხრივ და რეგიონალურ საკითხებზე.


17:08 - 03/05/2017    /    ნომერი : 452940    /    ნანახია (ნახვა) : 548



დახურვა