Gallery
საჭირო ბმულები
  • پورتال امام خمینی
  • دفتر مقام معظم رهبری
  • ریاست جمهوری
  • معاونت امور مجلس
  • نقشه جامع علمی کشور
  • Ministry of Science, Research and Technology
  • صندوق احیا و بهره برداری از بناهای تاریخی و فرهنگی کشور
უკურეაქცია
News > ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა პრესკონფერენცია გამართეს


  ბეჭდვა        გაუზიარე მეგობარს

ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა პრესკონფერენცია გამართეს

ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა პრესკონფერენცია გამართეს

მიხეილ ჯანელიძემ ირანელ კოლეგასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა: მზად ვართ ვითანამშრომლოთ ირანთან სხვადასხვა დონეზე და მიმართულებაში. ქართულ-ირანული კომპანიების თანამშრომლობაზე საუბრისას ჯანელიძემ განაცხადა: ირანულ კომპანიებს საქართველოში ინვესტირებისათვის მრავალი მიმართულების არჩევა შეუძლიათ. კარგი მაჩვენებელია ირანელი ტურისტების შემოდინებასთან დაკავშირებით. მზად ვართ თანამშრომლობის გაღრმავებისა და მისი მდგრადობისათვის უფრო ნაყოფიერად ვიმუშაოთ. ქართული კომპანიები ირანთან თანამშრომლობით დაინტერესებულნი არიან. ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა და ექსპორტი - ის მიმართულებებია, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს ქართულ მხარეს.

"ტრანზიტის მიმართულება ვითარდება. ირანთან ერთად ვმუშაობთ სარკინიგზო დერეფნის პროექტზე"- აღნიშნა ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეეხო საუნივერსიტეტო ურთიერთობებსა და სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლის პროგრამას.

მოჰამად ჯავად ზარიფმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა ირანული დელეგაციის ღირსეული მასპინძლობისათვის და განაცხადა: ირანელი ტურისტების ნაკადის ზრდა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე მიანიშნებს.

ზარიფმა ყურადღება გაამახვილა მართლმსაჯულების, საგანმანათლებლო, ტრანზიტის, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის მიმართულებასა და ენერგო და სამრეწველო ქალაქების შექმნაში ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე. ირანელი დიპლოლმატი ასევე შეეხო საბანკო თანამშრომლობას და ერთობლივი ინვესტიციების საკითხს.

"დღევანდელი შეხვედრისას თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება  განვიხილეთ, მათ შორის: ტრანზიტი, მრეწველობა, განათლება, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობა და რეგიონალური საკითხები. ვთანხმდებით, რომ ორ ქვეყანას თანამშრომლობისათვის უდიდესი პოტენციალი გააჩნია. სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფანი ის დიდი შესაძლებლობაა, რომელსაც განხორციელების შემთხვევაში რეგიონის ქვეყნების მჭიდროდ დაკავშირება შეუძლია. ამის პარალელურად, ტრანსპორტირების ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება"-აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"ორ ქვეყანას შეუძლია ითანამშრომლოს მრეწველობასა და ტექნოლოგიებში და ამ მიმართულებაში ერთმანეთის შემავსებელი ფუნქციაც კი ითამაშოს. ერთ-ერი საკითხი რაც დღეს განვიხილეთ საბანკო თანამშრომლობასა და ფულად გზავნილებს ეხება"- აღნიშნა ზარიფმა.

პრესკონფერენციის დასასრულს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის პოტენციალი არ არის გამოყენებული: მომავალ კვირას დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირანში ვიზიტი, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. ჩვენი ვიზიტით შევძელით ახალი ფურცელი ჩაგვეწერა ირან-საქართველოს ურთიერთობებში.

 


17:03 - 03/05/2017    /    ნომერი : 452937    /    ნანახია (ნახვა) : 548



დახურვა