Gallery
საჭირო ბმულები
  • پورتال امام خمینی
  • دفتر مقام معظم رهبری
  • ریاست جمهوری
  • معاونت امور مجلس
  • نقشه جامع علمی کشور
  • Ministry of Science, Research and Technology
  • صندوق احیا و بهره برداری از بناهای تاریخی و فرهنگی کشور
უკურეაქცია
News > მოჰამად ჯავად ზარიფი მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა


  ბეჭდვა        გაუზიარე მეგობარს

მოჰამად ჯავად ზარიფი მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა

მოჰამად ჯავად ზარიფი მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა

2017 წლის 18 აპრილს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი  ქართველ კოლეგას - მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა. "ჩვენ მზად ვართ ირანთან ვითანამშრომლოთ სხვადასხვა დონეზე და მიმართულებით"- აღნიშნა ჯანელიძემ მისასალმებელი სიტყვისას.

ქართულ-ირანული კომპანიების თანამშრომლობაზე საუბრისას ჯანელიძემ განაცხადა: ირანულ კომპანიებს საქართველოში ინვესტირებისათვის მრავალი მიმართულების არჩევა შეუძლიათ. კარგი მაჩვენებელია ირანელი ტურისტების შემოდინებასთან დაკავშირებით. მზად ვართ თანამშრომლობის გაღრმავებისა და მისი მდგრადობისათვის უფრო ნაყოფიერად ვიმუშაოთ. ქართული კომპანიები ირანთან თანამშრომლობით დაინტერესებულნი არიან. ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა და ექსპორტი - ის მიმართულებებია, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს ქართულ მხარეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეეხო საუნივერსიტეტო ურთიერთობებსა და სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლის პროგრამას. ჯანელიძემ ყურადღება ასევე გაამახვილა მეზობელი ქვეყნების-აზერბაიჯანისა და სომხეთის მონაწილეობითა და ჩინეთისა და ინდოეთის ჩართვით,  სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანზიტო დერეფნის ამოქმედებაზე.

მოჰამად ჯავად ზარიფმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა ირანული დელეგაციის ღირსეული მასპინძლობისათვის და განაცხადა: ირანელი ტურისტების ნაკადის ზრდა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე მიანიშნებს.

ზარიფმა ყურადღება გაამახვილა მართლმსაჯულების, საგანმანათლებლო, ტრანზიტის, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის მიმართულებასა და ენერგო და სამრეწველო ქალაქების შექმნაში ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის საბანკო კავშირების დამყარებასა და ერთობლივ ინვესტიციებს.


16:59 - 03/05/2017    /    ნომერი : 452935    /    ნანახია (ნახვა) : 534



დახურვა