Gallery
საჭირო ბმულები
  • پورتال امام خمینی
  • دفتر مقام معظم رهبری
  • ریاست جمهوری
  • معاونت امور مجلس
  • نقشه جامع علمی کشور
  • Ministry of Science, Research and Technology
  • صندوق احیا و بهره برداری از بناهای تاریخی و فرهنگی کشور
უკურეაქცია
ელჩის მიმართვა

ყოვლის შემოქმედი ღმერთის სახელით

 

მივესალმები ძვირფას და საამაყო თანამემამულეებს, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ემსახურებიან მშვიდობასა და მეგობრობას.

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში ჩემი მისიის დაწყებისთანავე  მადლობას ვსწირავ უფალს, რომ წილად მარგუნა ჩემი სამსახურის გარკვეული პერიოდის გატარება თბილისში მცხოვრები, კულტურის მოყვარული ძვირფასი თანამემამულეების გვერდით. თბილისში, რომელიც თავად არის მაღალი კულტურისა და ცივილიზაციის მქონე ხალხის სამკვიდრებელი.

ჩემთვის პატივია ვიმყოფებოდე თქვენთან, უდიდესი ერის ნამდვილ ელჩებთან და წარმომადგენლებთან ერთად.

ირანელები უძველესი  კულტურის მქონე ხალხია.  ირანის ათასწლოვან, მდიდარ ცივილიზაციასთან ისლამის შერწყმამ ამ ქვეყანაში ზომიერების, სიკეთისა და ცოდნის მოყვარული ხალხის წარმოშობა განაპირობა. ყოველი მათგანი ზრუნავს და იღწვის ირანის სახელის წარმოჩინებისათვის, რის გამოც მათ შეძლეს საქართველოს ღირსეულ საზოგადოებაში ფასეული ადგილის დამკვიდრება.

უფლის წყალობითა და თქვენი თანადგომით იმედი მაქვს  შევძლებ ჩვენი ქვეყნის პატივისა და ღირსების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგა. ირანელების სამსახურში ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია.

მსურს წრფელი გულით განვაცხადო, რომ თბილისში ჩემი მისიის განმავლობაში ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები, რათა ამგვარად შევძლო უმცირესი წვლილი შევიტანო ირანის სახელის დიდებაში.

უფალს შევთხოვ თქვენს ბედნიერებას, გამარჯვებასა და წინსვლას.